ექსპრეზიდენტს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მუჰამედ მურსის ბრალად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, კონკრეტულად კი მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა დასდეს, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

მასთან ერთად სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მოძრაობა “ძმებ მუსლიმების” 12 ლიდერსაც მიუსაჯა.

მოძრაობა “ძმები მუსლიმანები”, რომლის ლიდერიც იყო მურსი, ეგვიპტელებს მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ. “ეგვიპტის რევოლუცია კრიტიკული პერიოდის წინაშეა. სამხედრო ხუნტა ცდილობს ქვეყანა ქაოსისკენ წაიყვანოს რეპრესიებით, მკვლელობებითა და წამებით”, – განაცხადეს “ძმებმა მუსლიმანებმა”.

ეგვიპტის მოქმედმა მთავრობამ “ძმები მუსლიმანების” არაერთი მხარდამჭერი და წევრი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი წლის წინ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3216″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”10″ show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button