რეგიონი

ადგილობრივებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს ადგილობრივებმა და ასევე საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია კალანდიამ.

მათ მოითხოვეს მეპატრონისგან, რომ მისი სახლის აივნიდან ჩამოხსნან პარტიის აბრა.

“ვდგავართ დარჩელელი “ვათანძარას” ჭიშკართან, რომელმაც ალტინფოს ოფისი გაახსნევინა თავის სახლში.
სანამ არ ჩამოხსნის აბრას, აქედან ნაბიჯს არ გავადგამ…უკრაინელები ერთი თვეა უძლებენ დაბომბვებს და აქ დგომას რა უნდა!

პუტინისტებს რა უნდათ დარჩელში?!

ალტინფოელები გავყარეთ კინწისკვრით,
რუსსკი კარაბლ იდი ნახუით!”,-ამბობს დეპუტატი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსული პროპაგანდა, რასაც ალტ- ინფოს წარმომადგენლები ახორციელებენ.

სოფელში ასევე გამოჩნდნენ ალტ- ინფოს ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მოსახლეობასა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სიტუაცია განმუხტულია,თუმცა სახლს პოლიცია იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button