მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ექვსი თვის შემდეგ პირველად რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს დაესხა თავს

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ენერგოობიექტები დაზიანდა ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის ენერგოსისტემაზე ბოლო 6 თვეში განხორციელებული პირველი შეტევა, რომლის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიევის, როვნოს, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქების ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. თავდასხმის გამო რივნის, ჟიტომირის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. ელექტროენერგიის გარეშეა 398 დასახლება.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისთვის გამოიყენეს სტრატეგიული ავიაციის 10 თვითმფრინავი Т-95МС და 43 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555/Х-55). სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული რაკეტა გაანადგურეს.

მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა დედაქალაქ კიევსა და კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვისა და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

უკრაინული მხარის ცნობით, 21 სექტემბერს დილით, რუსებმა მეორე იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.
დაიღუპა 81 წლის ქალი, რომელიც შემთხვევის დროს ბინაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ღამით, რუსეთის მიერ ჰოსტელზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკაში გადაიყვანეს.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში.

წინასწარი მონაცემებით, კიევში დაიჭრა 7 ადამიანი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა გაზის მილი. კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ზოგიერთ უბანს წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში საჰაერო იერიშის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 7 ადამიანი. მათგან სამი (მათ შორის 9 წლის გოგონა) ქალაქის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

ჩერკასში, რუსული რაკეტის ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევები დაეცა ქალაქის ცენტრში სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, ერთი პირი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ღამით საჰაერო თავდაცვა ამოქმედებული იყო ხმელნიცკის რაიონებში, ხარკოვში, რივნეში და ლვოვში.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის ადგილი ანექსირებულ სევასტოპოლში

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით შეტევა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 7 საათისთვის შეწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button