ერაყის შეიარაღებული ჯარები მოსულში შევიდნენ [Video]

ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულში შევიდნენ, რომელიც 2 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

„ისინი მოსულში შევიდნენ, ახლა ბრძოლა ალ-კარამის რაიონშია გაჩაღებული“, – განაცხადა ანტიტერორისტული ქვედანაყოფის გენერალმა, ვისამ არაჯიმ.

სააგენტოს Reuters-ს ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთული ქვედანაყოფები, საერთაშორისო კოალიციის საავიაციო და სახმელეთო მხარდაჭერით, მოსულში აღმოსავლეთის მხრიდან შევიდნენ.

სააგენტო Assotiated Press-მა კი მოსულის იერიშის ვიდეო გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა მოსულში 232 ადამიანი დახვრიტეს, ხოლო აღნიშნული ქალაქიდან და მისი გარეუბნებიდან 8 ათასი ოჯახი გაიტაცეს, რათა „ცოცხალ ფარად“ გამოეყენებინათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button