ერაყში აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანი-საადში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა მუსლიმურ დღესასწაულს – რამადანს აღნიშნავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და რამადანთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა.