ერდოღანმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა-ისრაელმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია

ისრაელმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთიდან გაიწვევს თავის დიპლომატიურ შემადგენლობას – მას მერე, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი გამორჩება თელ-ავივის მთავრობის მიმართ ნეგატიური პოზიციით. მან უკვე არაერთხელ თქვა, რომ ჰამასი არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ “განმათავისუფლებელი ჯგუფია”, რომელიც პალესტინელი ხალხისა და მიწის დაცვისთვის იბრძვის.
იგი ისრაელის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს დასავლეთსაც და განაცხადა, რომ “ისრაელისთვის დაღვრილი დასავლური ცრემლები თაღლითობის გამოვლინებაა”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა სოციალური მედიით დაწერა: “თურქეთიდან გავრცელებული მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, გავეცი იქ დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება, საიმისოდ, რომ გადასინჯულ იქნეს კავშირები ისრაელსა და თურქეთს შორის”.
სტამბოლში, პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ემზადება ისრაელის “ომის დამნაშავედ” გამოსაცხადებლად, ღაზაში მისი ნაბიჯების გამო. “ისრაელო, ჩვენ შენ მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოგაცხადებთ” – თქვა თურქეთის ლიდერმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
…………………
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.
როგორც ერდოღანმა სტამბულში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე განაცხადა, ისრაელი „პაიკია,” რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაწირავენ.
„დასავლურმა სამყარომ საკუთარი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მობილიზება მოახდინა, რათა ღაზას სექტორში ბავშვების, ქალებისა და უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა დააკანონოს, ხოლო ისრაელი ღიად აწარმოებს სამხედრო დანაშაულებს. ისრაელი არანაირად არ ღელავს ხალხის მკვლელობაზე… სწორედ დასავლეთი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ჟლეტაზე. ღაზას სექტორში ჟლეტა – მთლიანად დასავლეთის საქმეა,” – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.
ამის შესახებ მან სტამბულში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლურმა სამყარომ მოახდინა თავისი პოლიტიკოსებისა და მედიის მობილიზება ღაზაში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტის ლეგიტიმაციისთვის და დასძინა, რომ ისრაელი ჩადის ომის დანაშაულებს.
„ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიდა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ, დღეს ჩუმად ადევნებენ თვალს ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს… ბევრი რეგიონის მაცხოვრებზე ვღვრიდით ცრემლებს: ყირიმიდან ყარაბაღამდე, ბოსნიიდან ქირქუქამდე, პალესტინიდან თურქესტანამდე, ავღანეთიდან ჩეჩნეთამდე,” – განაცხადა ერდოღანმა.