ერდოგანი: რუსეთის გაზის გარეშე არ დავიღუპებით
თურქეთის პრეზიდენტი, თაიფ ერდოგანი თვლის, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში მისი ქვეყანა “არ დაიღუპება”. ამის შესახებ მან ტელეარხ Haber Türk -ზე განაცხადა.
“ეს ერი ტანჯვას მიჩვეულია და რუსეთის გაზის გარეშე არ დაიღუპება. უკვე აღვნიშნე, რომ აირს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებისგანაც ვყიდულობთ. ღმერთის წყალობით პრობლემებს მოვაგვარებთ”, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქი ლიდერის აზრით, არსებული კრიზისის კონტექსტში რუსეთი პრობლემას ემოციურად უდგება.
“ცუდია, როცა საუბარს სანქციებით იწყებენ. როცა მას ყველა ქვეყანამ სანქციები დაუწესა, თურქეთი ასევე არ მოიქცა. ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და მისთვის სურსათის მიწოდებას გავაგრძელებთ”, – თქვა ერდოგანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქულ საქონელზე უარის თქმით რუსეთი არასერიოზულად მოიქცა.