ერდოგანი: სტამბულში აფეთქება სირიელმა ტერორისტმა-კამიკაძემ მოაწყო [Photo]
აფეთქება სტამბულის ცენტრალურ მოედანზე სირიელმა ტერორისტმა-კამიკაძემ მოაწყო, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება ტელევიზიით გააკეთა.
“მე ვგმობ ტერორისტულ ინციდენტს სტამბულში, რომელიც განიხილება, როგორც სირიული წარმომავლობის ტერორისტ-კამიკაძის მიერ ჩადენილი თავდასხმა”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოგანმა დაადასატურა, რომ სულთანაჰმეთის მოედანზე განხორციელებულ აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 15 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ტერაქტის მსხვერპლნი მარტო ტურისტები გახდნენ, დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე იყო.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, თუმან კურტულმუშმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტერორისტი-კამიკაძე თურქეთში სირიიდან ახლახან ჩავიდა. იგი არ ირიცხებოდა იმ ტერორისტთა სიაში, რომლებსაც თურქეთის სპეცსამსახურები თვალს ადევნებდნენ.
კურტულმუშის თქმით, ტერორისტის ვინაობა გვამის ნაწილების მიხედვით უკვე იდენტიფიცირებულია. იგი სირიაში 1988 წელს დაბადებული ნაბილ ფადლია, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქედ ითვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს სტამბულის ისტორიული ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის – ეგვიპტიდან ჩამოტანილი თეოდოსიუსის (თუტმოს III) ობელისკის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27169″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]