ერდოგანმა ბაქოს ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა

მთიან ყარაბაღში განახლებული კონფლიქტის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მხარს ბოლომდე უჭერს, – იუწყება ВВС Украина.
“ვლოცულობთ, რომ ამ შეტაკებებში ჩვენმა აზერბაიჯანელმა ძმებმა გაიმარჯვონ”, – ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს მისი ადმინისტრაცია.
თავის მხრივ, ერევანმა თურქეთს აზერბაიჯანლების წაქეზებაში ბრალი დასდო.
“თურქეთი თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბღში აგრესორს აქეზებს. სამწუხაროა, რომ თურქეთისთვის ადამიანთა მსხვერპლი ნაციონალური კუთვნილებითაა განპირობებული”, – განაცხდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე წლის 2 აპრილს ახალი ძალით კვლავ იფეთქა. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად, იქ 18 სომეხი სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანის დანაკრგმა კი 12 ადამიანი შეადგინა.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ მის ქვედანაყოფებს მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესროდნენ, ხოლო სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი პირველმა გახსნა და ტანკები გამოიყენა.