მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერდოღანი და პუტინი ვერ შეთანხმდნენ მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ბოლო მოლაპარაკების შედეგებზე.

პუტინმა და ერდოანმა 4 სექტემბერს გამართეს შეხვედრა, მაგრამ ვერ მორიგდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.

თურქეთის გაზეთ Milliyet-თან ინტერვიუში ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას ვერ დაინახა მშვიდობის დამყარების რაიმე რეალური შესაძლებლობები.

„ჯერჯერობით არ ჩანს იმედის მომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის. ჩვენ თურქეთის სახელით დღეს, როგორც ადრეც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული, ისევე, როგორცმშვიდობაში არ არსებობს დამარცხებული და რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, თუ ამას მხარეები მოისურვებენ,“ თუქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თურქეთის პოზიცია ნათელია და ისინი იცავენ მშვიდობას.

“უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ თურქეთის პოზიცია ნათელია. პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მშვიდობას, დიალოგსა და დიპლომატიას. ბევრს ვმუშაობდით, რათა შემდგომი სისხლისღვრა აღგვეკვეთა. პრობლემაზე კონცენტრაციისა და ცეცხლში საწვავის დამატების ნაცვლად, ჩვენ ვეცადეთ, რომ ორივე მხარე საერთო პოზიციებზე შეთანხმებულიყო. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ახლაც გრძელდება. ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივაც არ ჩანს. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევასრულოთ, ვინაიდან, დღეისთვის არც ომის გამარჯვებულია, არც მშვიდობით წაგებული”, – განაცხადა ერდოღანმა.

უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელი ჯარი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კიევი უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიების ანექსიას.
ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს გუშინ, 4 სექტემბერს შეხვდნენ, სადაც მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება იყო, რომელიც რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან ცალმხრივად დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button