ერდოღანი: სტამბულის ტერაქტი რუსეთის ფედერაციიდან გამოსულმა ადამიანებმა განახორციელეს [Video]

ტერაქტი სმაბოლის აეროპორტში დაღესტნის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მკვიდრებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა გააკეთა.

“ტერაქტში ეჭვმიტანილი 30 ადამიანი დავაპატიმრეთ. ამ პირების მეშვეობით შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია. როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს დაღესტნის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მკვიდრებთან. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს მეზობელ და მახლობელ ქვეყნებთან” – დასძინა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტერაქტი ათათურქის აეროპორტში “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კამიკაძეთა შორის 2 პირს რუსეთის პასპორტები აღმოუჩინეს. ერთ-ერთ თვითმკვლელს პასპორტი რაქიმ ბულგაროვის, ხოლო მეორეს ვადიმ ოსმანოვის სახელზე ჰქონდა გაცემული.

CNN-ის ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო, რომელის ISIS-ის ე.წ. “ომის სამინისტროში” მაღალ თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში 3 აფეთქება მოხდა. სამმა ტერორისტმა-კამიკაძემ მგზავრებს ავტომატის ჯერი გაუსნა, რის შემდეგაც ტერმინალის სხადასხვა ადგილზე თავი აიფეთქა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 13 უცხოეთის მოქალაქე იყო, ხოლო 239 მძიმედ დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button