მნიშვნელოვანირეგიონი

ერეკლე მეორეს სასახლეში, სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტებს გამოფენენ.

ერეკლე მეორეს სასახლეში, სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტებს გამოფენენ.
გამოფენა 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიხსნება.
ორ მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში, სამეფო ოჯახის პორტრეტების გარდა, მათ მემორიალურ ნივთებსაც გამოიტანენ.
გამოფენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გახსნიან.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ანა მაისურაძის განმარტებით, მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.

” პარალელურად, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციის თემაა „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“. ასევე, მუზეუმის ამფითეატრში , ქართული სამოსის დღესთან დაკავშირებით გაიმართება ფოლკროლური ანსამბლების კონცერტი”- განაცხადა მაისურაძემ.

ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართული საკრავებიც გამოიფინება და მუზეუმში შესვლა, დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებისათვის თავისუფალი იქნება.

მუზეუმების საერთაშორისო დღეს სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია, აღნიშნავს.
ის, 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) დააფუძნა.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button