რეგიონი

ერეკლე მეორეს ცხენოსანი ძეგლის ავტორი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ მერაბიშვილი, რომელმაც 1971 წელს, ერეკლე მეორეს ძეგლი შექმნა, გარდაიცვალა.

ერეკლე მეორეს ცხენოსანი ძეგლი, თელავის ცენტრში, ერეკლე მეფის სასახლის წინ დგას.

ნამუშევარი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და პოსტმანის გარეშე 8,5 მეტრი სიმაღლისაა.

თელავში განთავსებული მერაბ მერაბიშვილის ეს ნამუშევარი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს და უამრავი მნახველი ჰყავს.

მხატვარი მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი იყო.

შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ამავე აკადემიის ხატვის კათედრის გამგე და მთავარი მრჩეველი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button