ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაცია განახლდა
თელავის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
ამჟამად რეაბილიტაცია ერეკლე მეფის სასახლეს უტარდება, მომავალში კი გალერეის მშენებლობა დაიწყება.
მუზეუმის ხელმძღვანელის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, გალერეის პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.
სამუზეუმო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. რეაბილიტირებული ერეკლე მეფის სასახლე დამთვალიერებელს სავარაუდოდ ოქტომბრიდან უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ამ სასახლის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა.
გურამ ურჩუხიშვილი-ხმა
ტელეკომპანია “თანამგზავრის” მასალები