მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“-ფაშინიანი

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“.

პრემიერმა ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი – ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში.

ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა წარადგინა – „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
„პროექტი მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა გახდეს“, – განაცხადა მან 26 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა მსხვილი პროექტები, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“.

პრემიერ-მინისტრებს არ უთქვამთ, რა სახის შეიძლება იყოს ეს მონაწილეობა.
ნიკოლ ფაშინიანისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის 6 ოქტომბრით დათარიღებულ საერთო განცხადებაში წერია: „ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი“.

მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას“.

პროექტის ჩაშვებისას შეთანხმება ასეთი იყო: აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში.

საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
ამასთან სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოებს შორის, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა იგეგმება, რაც საზღვრის კვეთას შეამცირებს.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტზე. ეს პროექტი მან ოქტომბერშიც წარადგინა საქართველოში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ერთმანეთთან დაკავშირებას სომხეთზე გამავალი მარშრუტებით.

“დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო. დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური წინსვლაზე, პროექტების შესრულებაზე და ასევე განვიხილეთ მრავალი საკითხი, რაც ეხება მრავალ მიმართულებას.

საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობის შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ”, – თქვა ფაშინიანმა.

ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად, ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„სომხეთი საქართველოსთვის არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ამასთან, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button