ერევანში ბარიკადები აღმართეს [Live Video]

ერევანში, მარშალ ბაგრამიანის გამზირზე, პრეზიდენტის სასახლის წინ, მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს, – გვაცნობებს სააგენტო «Новости-Армения».

ახალგაზრდა აქტივისტებმა, პოლიციის კორდონის წინ, ნაგვის კონტეინერები დადგეს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. მოქალაქეები ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებენ. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. გამაფრთხილებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის ნაწილების გამოყენებით, მიტინგის დაშლის ოპერაცია დაიწყო.

აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. 240 ადამიანი დააკავეს, 25 დაშავდა.

წუხელ, პოლიციამ, საპროტესტო აქციის 5 მონაწილეს, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ ეს წინადადება ჯერჯერობით ღიად რჩება, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები, მის საჯაროდ განხილვას აპირებენ.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „არა ძარცვას“ ორგანიზებით მოეწყო.

სომხეთში, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან, ელექტროენერგია 6,93 დრამით უნდა გაძვირდეს, რაც 16,7% შეადგენს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10762″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

LIVE

მსგავსი პოსტები

Back to top button