ერევანში კიდევ ერთი პოლიციის მანქანა დაწვეს [Video]

ერევანში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელმაც საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია დაიკავა, 26 ივლისის ღამით კიდევ ერთი პოლიციის ავტომობილი დაწვა. ინფორმაციას სომხეთის პოლიციის პრესმდივანი, აშოტ არაგონიანი საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, 25 ივლისის საღამოს, აღნიშნული დაჯგუფების წევრებმა პოლიციის ავტობუსი, ხოლო 24 ივლისს პოლიციის მიკროავტობუსი “გაზელი” დაწვეს.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ერევნის პოლიციის შენობას თავს დაესხა. მათ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია დაიკავეს, მძევლები აიყვანეს, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანიანი გადაყენება და რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ჟირაიფ სეფილიანის პატიმრობიდან განთავისუფლება მოითხოვეს.

პოლიციის შენობის დაკავების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. 23 ივლისს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ, დაჯგუფების წევრებმა 4 მძევალი გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button