ერევანში მომიტინგეები ორ ბანაკად დაიყვნენ [Live Video]

მორიგი დარბევის საშიშროების მიუხედავად, მომიტინგეებმა უარი თქვეს „მარშალ ბაგრამიანის პროსპექტის“ დატოვებაზე.
დემონსტრანტების ნაწილმა ერევნის „თავისუფლების მოედანზე“ გადაინაცვლა. პირდაპირ ტრანსლაციებს საპროტესტო აგდილებიდან, სააგენტოები: 1in.am და რადიო თავისუფლება ავრცელებს.

სამოქალაფო მოძრაობა „არა ძარცვას“ წევრებმა, ბაგრამიანის პროსპექტი დატოვეს და მოქალაქეები, რომლებიც პოლიციას არ ემორჩილებიან, პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

„ადამიანები, რომლებიც ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ გამოდიან, აქ დარჩნენ. დანარჩენებს რა უნდათ? ისინი პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ. ეს პროვოკაციაა. ყველას „მარშალ ბაგრამიანის პროსპექტის“ დატოვებისკენ მოვუწოდებთ და „თავისუფლების მოედნზე“ თავშეყრას ვურჩევთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

„ჩვენს ბრძოლაში ბევრი გაურკვეველი ადამიანი ჩაერია, გაუგებარ პროკლამაციებს ავრცელებს და სრულ ქაოსს იწვევს, – დასძინა “Интерфакс”- თან ინტერვიუში ანონიმურმა პროტესტანტმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა მომიტინგეები პოლიტიკურ ამბიციებში დაადანაშაულა.

„ბაგრამიანის პროსპექტზე ისეთი ძალები გამოჩნდა, რომლის მიზანი, ელექტროენერგიის გაძვირების გაპროტესტება კი არა, არამედ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და შეტაკებების გამოწვევაა. პოლიციის წინააღმდეგ პროვოკაციები დაუშვებელია, ვინაიდან იგი ჩვენს ქვეყანას, ხალხს ემსახურება და პატივისცემის ღირსია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ: „ბაგრამიანის პროსპექტი“ მიმდინარე წლის 22 ივნისს გადაიკეტა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11313″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

LIVE

მსგავსი პოსტები

Back to top button