სპორტი

კლუბი „საბურთალო“ 2021 წელს დიდი ცვლილებებით შეხვდა

„საბურთალომ“, კლუბის ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი გაგი მარგველაშვილი სათამაშოდ უნგრეთში გაუშვა.

კლუბი არცთუ ისე მარტივად შეელია მარგველაშვილს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ უნგრულ „მეზოკოვეშდთან“ კონტრაქტს, 24 წლის მცველმა რამდენიმე საათის წინ ხელი უკვე მოაწერა.

საბურთალოს ყოფილი კაპიტანი, კლუბის მიერ ბოლო სეზონებში მიღწეული წარმატებების ერთერთი მთავარი შემოქმედია. თბილისური გუნდი 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2019 წელს, თასის გამარჯვებული, 2020 წელს კი სუპერთასის მფლობელი. გაგის 21 წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და თავიც ბევრჯერ დაამახსოვრა გულშემატკივარს.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ მრავალი ევროპული და სამხრეთამერიკული კლუბების პარტნიორი, იტალიური ფირმა „ERREA“ საბურთალოელთა ტექნიკური პატრტნიორია. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button