მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რუსთავში, „ავერსის“ 13 თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ქვემო ქართლში კოვიდ-19-ის ინფექციამ მოიმატა. „ავერსის“ რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან შვიდი რუსთავის მკვიდრია.

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, შვიდი კოვიდინფიცირებული თანამშრომლის 60 კონტაქტია მოძიებული. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავერსის კლინიკაში მედპერსონალი მთლიანად ჩანაცვლებულია. ადგილზე მხოლოდ ის ლაბორანტები რჩებიან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სისტემატურად უტარდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button