ერგნეთში მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა (IPRM) გაიმართება.

შეხდრაზე ქართული მხარე დაკავებული გიორგი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიუნაშვილი 8 ივნისს დააპატიმრეს და ის ამ დრომდე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზეც ისაუბრებს. მათ შორისაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამეურნეო მიწებზე წვდომის შეზღუდვის საკითხიც განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button