“ერისიონი” თელავში კონცერტს გამართავს

დღეს, 16 სექტემბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” კონცერტს გამართავს.

ანსამბლი 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. საიუბლეო თარიღთან დაკავშირებით, „ერისიონმა“ კონცერტები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩაატარა.

ქართული ტურნეს დასრულების შემდეგ, ანსამბლი უკრაინასა და მოლდოვაში მიემგზავრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button