ეროს რამაზოტი თბილისშია [Photo]

პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისშია. დღეს მან საქართველოს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა. 

რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს 24 აპრილს გამართავს.

ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან  Perfetto  – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია.

ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“.

როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში; კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

ნახეთ რადიო თბილისის ეკსკლუზიური ფოტომასალა

ავტორები: ირაკლი ღადუაშვილი, ქეთო ბილანიშვლი

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34024″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1461437122149″]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button