მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოდესა და ხერსონი ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს

რუსეთის ჯარებმა ხუთშაბათ დილით ორჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი ხერსონის რეგიონის სოფელ ოდრადოკამენკას, სადაც იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაიჭრა. ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხით სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.
“დაახლოებით 9: 40 საათზე მტრის არტილერიამ დასახლებას დაარტყა. ნამსხვრევი 50 წლის მამაკაცს მოხვდა. თანასოფლელებმა ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა სცადეს, მაგრამ დაზიანებები ძალიან მძიმე იყო და, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაიცვალა”, – დაწერა პროკუდინმა ტელეგრამის არხში.
მისივე თქმით, 20 წუთის შემდეგ რუსული ჯარებმა სოფელზე იერიში გაიმეორეს უკვე დრონით, რომელმაც დასახლებულ პუნქტზე ჭურვები ჩამოყარა.
პროკუდინმა თქვა, რომ ამის გამო, ორი 58 და 46 წლის მამაკაცები დაშავდნენ. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილს და რეგიონულ ცენტრს. კიევისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 3-საათიანი შეტევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელევატორი და ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 33 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. სარდლობის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა 33-დან 25 დრონი გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოდესის ოლქზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
სექტემბერის დასაწყისიდან, იზმაილის რაიონზე დრონებით 4 თავდასხმა იყო. ეს რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button