მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ეროვნული ბანკი დუმს – აშშ-დან თანხების გადმორიცხვის შეჩერებასთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულები შესაძლო სანქციებს შესახებ ფულად გზავნილებთან დაკავშირებით.
რადიო თბილისი, რამდენჯერმე დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს, განმარტეს, რომ თემა იციან, თუმცა “სათქმელი ჯერ-ჯერობით არაფერია”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Western union – დან , ნაწილობრივ შეზღუდა საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვა – მიზეზი სანქციებია, – ამის შესახებ რადიო თბილისს ამერიკაში მცხოვრებმა დავით ქართველიშვილმა აცნობა.
ტელეკომპანია BMG – ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქართველიშვილი, რადიო თბილისთან ამბობს, რომ ამერიკიდან მცირე თანხების გადმორიცხვა ვერ შეძლო, მას ოპერატორმა უთხრა, რომ საქართველო სანქციების სიაშია და თანხას დღეიდან ვეღარ გააგზავნიდა