ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ფაქტორებს არ უკავშირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის ძირითად მიზეზებს შორის დაასახელა არსებული მოლოდინი და იმპორტიორთა ქმედება.

“იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე ვალუტას იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ, შესყიდვა დაიწყეს ჯერ კიდევ აგვისტოდან. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე, მოლოდინებთან არის დაკავშირებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

მისი განმარტებით, ლარის მცურავი გაცვლითი კურსისთვის ცვალებადობა დამახასიათებელია, თუმცა, ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, დადებითია და ამიტომ, გაუფასურება მოლოდინებითაა გამოწვეულიიო ამბობს მესტვირიშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 15 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 68 თეთრი ღირს, ევრო კი 3 ლარი და 14 თეთრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button