მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ერთ-ერთი მათგანი ფულის საცავში მუშაობდა და სავარაუდოდ, ფულის კუპიურით დაინფიცირდა. 7-ვე ამჟამად სპეციალურ სტაციონარში მკურნალობს. მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა.
“პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.