მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. ინფორმაცია გამოცდების ჩატრების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გაავრცელეს, სადაც სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება.

რაც შეეხება საგრანტო გამოცდებს, ის 25 ივლისს ჩატარდება, სამაგისტრო კი, პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოცდებზე აბიტურიენტები და მეთვალყურეები დაიშვებიან სექტორის ფართობის 50%-ზე, თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ უნდა იყოს, მაგიდები ფარებით აღიჭურვება. აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ პირბადეები. რაც შეეხება კონდიციონერს, ის გამოცდების დაწყებამდე ჩაირთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button