მნიშვნელოვანისაქართველო
ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ხვალ, 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში თქვეს, რომ 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.
გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. ნაშრომების ნაწილის გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.
ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.