საქართველოსიახლეები

ეროვნული გამოცდებისა და საგრანტო კონკურსის განრიგი

შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია;
17 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
17 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
18 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
19 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) – ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
22 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
22 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
23 ივლისი (პირველი სესია) – გეოგრაფია;
24 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

1 აგვისტო (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

2 აგვისტო (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს, ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია. 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3 600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

თუ ტესტირების შედეგად სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button