მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ეროვნული გმირის მემორიალთან

კახეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს. ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა ახსოვდეს გმირები და იზრუნოს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამჟამად საკუთარი სახლებიდან დევნილი არიან.

” 12 წელი გავიდა და ეს ჭრილობა მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც დაზარალებული დარჩა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ოკუპაციის შედეგს შეეწინააღმდეგოს და წარმატებით გაართვას თავი არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინაშე.” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რუსეთ- საქართველოს ომში, 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა. ოკუპანტებმა ის წამებით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე, ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 15 აპრილს, 24 წლის სერჟანტს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სიკვდილის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა.

თუშეთის სადროშომ დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს “თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა.

გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემიაც.

გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, სოფელ ქვემო ალვანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟოტიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, გიორგი ბოტკოველი და პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button