ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს – ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც

ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში