სპორტ-ნიუსისპორტი

ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა #ფეხბურთი

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ მიმდინარე წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ახალ,დეკემბრის რეიტინგში საქართველოს ნაკრები 85-ე ადგილზეა.

სანიოლის გუნდს დეკემბერში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია და იგივე შედეგი, 1269,24 ბალი აქვს.ერთი საფეხურით დაწინაურება კი მის წინ მყოფი ბაჰრეინის რეიტინგის ვარდნამ გამოიწვია.

აღსანიშნავია,რომ ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრები 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა.2020 წლის ბოლოს კი ქვეყნის მთავარი გუნდის რეიტინგი 1267 ბალი და 89-ე ადგილი იყო.

ასე,რომ ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 საფეხურით დაწინაურდა და 2 ბალზე ცოტა მეტი მოაგროვა.

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ქვეყნებს,- ჩრდილოეთ მაკედონია 67-ე ადგილზეა,71-ე პოზიცია აქვს ბულგარეთს და 203- ზე,- გიბრალტარი იმყოფება.

ფიფას რეიტინგის ლიდერ ათეულში ცვლილება არ მომხდარა.პირველ ადგილზე ისევ ბელგიაა,მეორეზე,- ბრახილია და მესამეზე,- საფრანგეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button