მნიშვნელოვანისიახლეები

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები საქათთველოში განვითარებულ მოვნელებს ეხმაურებიან

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას.
„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“ – წერს კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
“სირცხვილია”, – წერს “მამარდა” საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.

„შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – დაწერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ინსტაგრამ-სთორიში.
ფეხბურთელი ძალადობას გმობს და წერს, რომ პოზიცია არასოდეს შეუცვლია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ბუდუ ზივზივაძის ინსტაგრამ-სთორი 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოეხმაურა.

“ასეთი არაადამიანობა როგორ და რისი გულისთვის უნდა გაუკეთო “ქართველმა” ქართველს???! უღმერთოები ხართ ბიჭო??? ღმერთის არ გეშინიათ????? მაინც ვერავინ წაგვართმევს!!!”, – წერს ხარაიშვილი საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში. გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს ასზე მეტი მომიტინგე.

29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს – და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button