მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან

თბილისის ქუჩებში ფეხბურთელების მსვლელობა დაიწყო – საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრემა მსვლელობა ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიწყო. ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.
ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულემატკივრებით არის სავსე და ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდება.

თავისუფლების მოედანზე კი საგანგებო ღონისძიება იგეგმება. სწორედ აქ შეხვდებიან ქომაგები კერპებად ქცეულ ფეხბურთელებს, რომლებმაც ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით მთელი ქვეყანა ერთი დიდი სიხარულით გააერთიანეს.
ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button