მნიშვნელოვანისიახლეები

ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“-კალაძე

26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში პირველი თერთმეტმეტრიანი გიორგი ქოჩორაშვილმა გაუტანა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.
მისივე თქმით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა, პროევროპულ მარშს მხარი პოლიტიკური კუთვნილების მიზეზით დაუჭირა.

„რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს, როდესაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ევროპა უნდა, კალაძე განმარტავს, რომ ევროპა ყველას უნდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ ? – იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვიღაცას, თუ ერთი ბატონით მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზე.
9 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე გამოაქვეყნა თავისი დისშვილის ფოტო თბილისში გამართული პროევროპული მარშიდან. ამის შემდეგ ფეხბურთელის ვერიფიცირებული „ინსტაგრამ-გვერდი”, 20 000 გამომწერით, ხელმისაწვდომი აღარ არის.
ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეებმა ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ-სთორი“ მხარდაჭერად აღიქვეს. ეს ვარაუდი განამტკიცა ფეხბურთელის მამის ფეისბუკაქტივობამაც.

შვილის „ინსტაგრამის“ გაქრობის შემდეგ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე იდენტური ფოტო გამოაქვეყნა და ასევე დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“.

მესამე ფეისბუკპოსტში ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მისი პოზიცია უცვლელი და დაფიქსირებულია. „ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, – დაწერა როინ ქოჩორაშვილმა. 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში პირველი თერთმეტმეტრიანი გიორგი ქოჩორაშვილმა გაუტანა.

ე.წ. აგენტების კანონს სხვადასხვა ფორმით გასულ წელსაც გამოეხმაურნენ ქართველი სპორტსმენები. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია, გიორგი ლორია, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, საბა კვირკველია.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გიორგი ქოჩორაშვილი. მან “ინ­სტაგ­რა­მის” “სთო­რი­ში” აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამასთან, „ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button