ეროვნული პარკის დირექტორის თქმით, ავტომანქანაში ხელყუმბარები იპოვა

“მუქარა და დაშინების მცდელობა”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის მინისტრი თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ავტომანქანაში საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტს.

ლევან კაპანაძის მანქანაში ხელყუმბარები და ვაზნები აღმოაჩინეს. უწყების ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ფაქტი ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ საქმიანობას და სამართალდარღვევების წინააღმდეგ მის მიერ წარმოებულ ბრძოლას უკავშირდება.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, რომ თითქმის მსგავი ფაქტი მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაგოდეხში, როდესაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორიგ სულამანიძემ მანქანაში მუქარის შემცველი წერილი და ხელყუმბარა იპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button