მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ შედგება

“ევრო 2024-ს” საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპირველობაზე ასპარეზობს.

ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები დღეს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ შედგება.

გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. პირველი დაპირისპირება გერმანია-შოტლანდიის ნაკრებებს შორის ალიანც არენაზე გაიმართა. მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა, მეტოქე 5:1 დაამარცხა. შოტლანდიამ 5 გოლი ოფიციალურ შეხვედრაში, 2003 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

გერმანიამ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მერვედ მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button