ეროვნული ვალუტა ისევ დაეცა 1 $ – 2.6599 ლარია

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ლარი დოლართან მიმართებაში ისევ დაეცა. 14 დეკემბრიდან ერთი აშშ დოლარი 2.6599 ლარი ეღირება.  ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან 1 ევრო 2.8222 ლარი ეღირება.

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის შეძენა თითქმის 2.72 – ლარი ღირს.

თიბისი ბანკში ერთი დოლარის შეძენა 2.7130 ლარადაა შესაძლებელი

საქართველოს ბანკი – 2.7150 ლარი

ლიბერთი ბანკი – 2.7050 ლარია

ვითიბისა და ტერა ბანკში – 2.7000 ლარი

ფინკაში, პაშა ბანკისა და ხალიკ ბანკში – 2.6900 ლარი

ბაზისბანკი – 2.686 ლარი

ყველაზე დაბალი კურსი ამ დროის მონაცემებით (16.50 სთ)ქართუბანკშია – 2.6800 ლარი.

2016 წლის 13 დეკემბრის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.6154 ლარი ღირდა, ხოლო ერთი ევრო 2.7713.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button