სპორტი
ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დასახელდა.
საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს თბილისის „დინამოს“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დაუფლა.
საუკეთესო მწვრთნლად ბათუმის „დინამოს“ თავკაცი ანდრეი დემჩენკო აღიარეს.
საუკეთესო სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ლაზარე კუპატაძე (ბათუმის „დინამო).
მცველები: ფაბიან სპორსკლედე (თბილისის „დინამო“), გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოლესანდრ აზაცკი (ბათუმის „დინამო“), ვანდერსონ სილვა (გორის დილა).
ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (თბილისის „დინამო“), ჯაბა ჟიღაური (ბათუმის „დინამო“), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის „დილა“),
თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი), ზორან მარუშიჩი (თბილისის „დინამო“), იური ტაბატაძე (საბურთალო).