“ეროვნულმა ფორუმმა” “ქართული ოცნება” და უმრავლესობა დატოვა
“ეროვნული ფორუმი” კოალიცია “ქართულ ოცნებას” და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ფორუმის” ლიდერმა, კახა შარტავამ განცახადა.
მისი თქმით, „ფორუმის“ წევრები ტოვებენ საპარლამენტო თანამდებობებსაც. მათ შორის – თანამდებობას ტოვებს ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე.
“პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, – განაცხადა შარტავამ.