მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს – ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ინდური შტამის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოში ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება.
„სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ეს თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ ხდება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.