მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ერთ კვირაში საქართველოში გრიპზე ვაქცინაციაც დაიწყება

ერთ კვირაში საქართველოში გრიპზე ვაქცინაციაც დაიწყება . “მსურველებს შეუძლიათ გრიპის და კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთ დღეს გაიკეთონ”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა უკვე შეიძინა.

” დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყებთ, დამატებით გრიპზე ვაქცინაციას, რადგან გრიპი ნოემბერში გამოჩნდება. სახელმწიფომ იყიდა 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა. აქედან 43 ათასი დოზა, წინა კვირაში უკვე შემოვიდა.პირველი 43 ათასი დოზა იქნება სამი დიდი რისკ- ჯგუფისათვის. მსურველებს შეუძლიათ, ვაქცინები ერთად გაიკეთონ, ერთ მკლავში ერთი, მეორე მკლავში- მეორე”- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, დაავადებწთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მედიას ხვდება და კითხვებს პასუხობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button