ერთ ტონამდე კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კოლუმბიის სამხედრო საჰაერო ძალებმა კოკაინით დატვირთული მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს ერთ ტონამდე კოკაინი გადაჰქონდა.

კოლუმბიის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავი ვენესუელიდან ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართებოდა.

ყოველწლიურად კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 300 ტონამდე კოკაინი შედის. მიღებული შემოსავლებით კი კოლუმბიის ნარკომაფია და მეამბოხე დაჯგუფებები ფინანსდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button