მნიშვნელოვანი

ერთადერთი დაპირება, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა, რუსეთთან ურთიერთობას ეხება“, – ლევან თარხნიშვილი

,,ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, საქართვგელოდან რუსი დიპლომატის გაძევება რუსეთის ნაბიჯებზე დაგვიანებული რეაგირებაა.  როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, საქართველო ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეერთებოდა დასავლეთს, როდესაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთს სანქციებს უწესებდნენ.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ერთადერთი დაპირება, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა, რუსეთთან ურთიერთობას ეხება.

,,პოლიტიკა, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ თუ რუსი დიპლომატის გაძევებით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა შეიცვლება, მისასალმებელია.

მოსმინეთ ლევან თარხნიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button