მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ერთადერთი იმედი პატრიარქის წერილია-რა მოლოდინებზე საუბრობს გახელაძის ოჯახი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭერილი ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებით, მათ მთავრობასთან შეხვედრის იმედი აღარ აქვთ. ამ ეტაპზე ისინი პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილზე გამოხმაურებას ელოდებიან.
როგორც გახელაძის ცოლმა ირმა ბუთხუზმა თქვა, მთავრობა შესაბამის ზომებს არ იღებს მისი მეუღლის გასათავისუფლებლად.

“ამ შეხვედრების იმედი განულდა. ერთადერთი იმედი არის დარჩენილი, რომელიც არის პატრიარქის წერილი, რომლის პასუხსაც ველოდებით.ჩემი აზრით, მთავრობა არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგას. თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ფატორი არსებობდა, რომ რაღაც შეცვლილიყო ჩვენთვის და თავისუფლება ყოფილიყო, რასაც ოჯახი ერთადერთს ვითხოვთ.რუსეთი რატომღაც ახლა ვალდებულებას იხსნის და ვალდებულებას ოსეთს აკისრებს, მაგრამ ვფიქრობ, ისევ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი”,- ამბობს ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ილია II-მ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button