მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ერთადერთი რამ, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეაგირებენ, პერსონალური სანქციებია,,-ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორი

დასანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს კითხვებით: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრი აცხადებს, რომ ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეაგირებენ, პერსონალური სანქციებია.

ნაჩო სანჩეს ამორმა დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტში „ევრონესტის“ სხდომაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და ლიდერების განცხადებებზე, მათ შორის წაიკითხა ირაკლი კობახიძის მიერ ევროპარლამენტის შედარება საბჭოთა ინსტიტუტებთან, შემდეგ კი თქვა:

„საგარეო სამსახურსა და ევროკომისიაში კოლეგებისგან მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველანი ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც ამის [„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების] შეჩერება შეუძლია, არის პერსონალური სანქციები“, – თქვა ამორმა და განმარტა:

„ერთადერთი რამ, რაზეც რეაგირება ჰქონდათ, – ხალხს ურეკავდნენ, ცდილობდნენ, გაერკვიათ, ჩემს ქონებას, ესპანეთში ჩემს სახლს, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს, რა ბედი ეწევაო. ეს პერსონალური სანქციებია“.

„ეს ხალხი, ვისი სახელებიც გამოცხადდა, რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოვშალო თავიო.
“”ქართული ოცნება” დეტალურად მიყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს, შეიძლება რაიმე ინოვაციებით, მაგრამ სიგიჟეა იმის დანახვა, როგორ შეიძლება, რამდენიმე თვეში ქვეყანა ასეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, როდესაც ჰორიზონტი [საარჩევნო] კამპანიის დროს დაისახა.

“ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ისინი ოპოზიციას აუქმებენ. ისინი არ ამბობენ, რომ ერთპარტიული მმართველობა აქვთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ ამას აკეთებენ – კანონების, პრაქტიკისა და ნარატივების მხრივ…

სანჩეს ამორი გასულ კვირას თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) სხვა წევრებთან ერთად.

ესპანელი ევროპარლამენტარის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button