ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი – შემთხვევა ლელიანში
მეზობლებს შორის დაწყებული დავა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დაჭრით და გარდაცვალებით დასრულდა.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, სანადირო თოფით მიყენებული ჭროლობებისგან მამა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ის მკურნალობას სტაციონარში გადის. გარდაცვლილი მამაკაცი 75-ის, ხოლო მისი შვილი 54 წლის არის.
როგორც “ჰერეთს” შსს-ში განუცხადეს, მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული 68 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.
“სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ივანე ყ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე”, – განაცხადეს სამინისტროში, თუმცა არ აკონკრეტებენ რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი.