კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე 2 პირია დაკავებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.

შსს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნებთ, 2 მარტს, საღამოს გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. ჩამსხვრეულია შენობის მინები და კარი.

ოფისის დაზიანების ვიდეოკადრები ფეისბუქში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button