მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა,საკუთარი არჩევანი გააკეთა

“საარჩევნო უბნებზე, კოვიდინფიცირებულთა სიაში რეგისტრირებული პირები იმყოფებიან”- განცხადება ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის დროს გააკეთა.
” ამ წუთში, სოფელ კურდღელაურში საარჩევნო უბანზე, იმყოფება კოვიდინფიცირებულთა სიაში რეგისტრირებული, კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი მუმლაური. ასევე კოვიდინფიცირებულთა სიაში მყოფი პირი იმყოფება არჩევნებზე, სოფელ იყალთოში. მე ხმა მივეცი სწორედ იმას, რომ თელავი რეალურად ჩამოყალიბდეს თვითმმართველ ქალაქად, სადაც მუნიციპალიტეტისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს, მოსახლეობა თვითონ იღებს”- განაცხადა ბოტკოველმა.
კოვიდინფიცირებული პირებისათვის სპეციალური უბანია შექმნილი, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ.
დილიდან, იზოლაციაში მყოფი რამდენიმე პირი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად დროული განაცხადისა, ისინი სპეციალურ სიაში ვერ მოხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button